“გაზიფიცირება, წყალმომარაგება, საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია” – რა საკითხები განიხილეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრაზე

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ზესტაფონის მერი გიორგი გოგლიჩიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ვახტანგ ღამბაშიძე, პარლამენტის წევრები – დიმიტრი მხეიძე, შალვა კიკნაველიძე და კობა ლურსმანაშვილი სოფელ ცხრაწყაროს, ფუთის, შორაპნის, სანახშირის და მარტოთუბნის მცხოვრებლებს შეხვდნენ.

როგორც იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ აღნიშნა, მოსახლეობასთან ღია დიალოგის რეჟიმში შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს ქვეყნის მასშტაბით და მისი მთავარი მიზანი მოსახლეობაზე მორგებული ბიუჯეტის დაგეგმვაა.

ადგილობრივებმა სამთავრობო გუნდთან შეხვედრისას, მათთვის აქტუალურ თემებზე ისაუბრეს და მომავალი წლის ბიუჯეტში განსახორციელებელი პროექტების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

შეხვედრებზე გამოკვეთილ პრიორიტეტულ საკითხთა შორისაა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა, სოფლების გაზიფიცირება, წყალმომარაგებით უზრუნველყოფა, საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია, სოფლებში არსებული სამედიცინო ამბულატორიების კეთილმოწყობა, ელექტროსადენებისა და ელექტრობოძების რეაბილიტაცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები