გურჯაანში “ღვინის ფესტივალი 2019” გაიმართა (ფოტოკოლაჟი)

გურჯაანში ღვინის ფესტივალი 2019 ჩატარდა. ფესტივალი, რომელსაც გურჯაანი მესამე წელია მასპინძლობს, ახტალის პარკში გაიმართა. ხელნაკეთ ნივთების გამოფენა-გაყიდვა, თემატური და ეთნოგრაფიული ნამუშევრების გამოფენა, ტრადიციული და ეგზოტიკური კერძებისა და სხვადასხვა სახეობის ღვინის დაგემოვნება სწორედ ამ ფესტივალზე იყო შესაძლებელი.
სტუმრებმა მონაწილეობა მიიღეს ჩურჩხულების ამოვლებაში, ყურძნის დაწურვასა და სხვადსხვა გასართობ აქტივობაში.
ფესტივალის დასასრულს სტუმრების განწყობაზე ქართული ხმების ტრიომ,ფოლკლორულმა ანსამბლებმა „გურჯაანი“ და „ხარება“ და მუსიკალურმა ბენდებმა LoudSpeakers და Goofy Land-მა იზრუნეს.
ფესტივალი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მუდმივი მხარდაჭერით, უკვე მესამედ გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები