„მნიშვნელოვანია, რომ სააგენტოს მიერ დადებითადაა შეფასებული საქართველოს ეკონომიკური ზრდა, რომელიც რეგიონის ქვეყნებთან და ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან შედარებით მაღალია“

„მნიშვნელოვანია, რომ სააგენტოს მიერ დადებითადაა შეფასებული საქართველოს ეკონომიკური ზრდა, რომელიც რეგიონის ქვეყნებთან და ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან შედარებით მაღალია“, – ასე აფასებს კრწანისის მაჟორიტარი ბექა ოდიშარია სარეიტინგო კომპანიის გადაწყვეტილებას.

მისი თქმით, ძალიან პოზიტიური მოვლენაა, რომ საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Standart & Poor’s-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ერთი საფეხურით, „BB“-მდე გაზარდა, პროგნოზით „სტაბილური“. როგორც მან აღნიშნა, სარეიტინგო სააგენტოს მოლოდინია, რომ ქვეყნის ეკონომიკური ზრდა 2019-2022 წლებში ამ ქვეყნებთან შედარებით კვლავ მაღალი იქნება.

„ასევე, დადებითადაა შეფასებული მთავრობის გადაწყვეტილებები, რომლებიც ემსახურება ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის ზრდას, ექსპორტის გაფართოებას და ინვესტიციების მოზიდვას. პოზიტიურადაა შეფასებული სახელმწიფოს მიერ გაწეული კაპიტალური ხარჯები და ინფრასტრუქტურის განვითარებაში ჩადებული ინვესტიციები. სარეიტინგო სააგენტოს აქვს მოლოდინი, რომ ეს ღონისძიებები და ქმედებები მომავალშიც გაგრძელდება. მნიშვნელოვანია, რომ დადებითადაა შეფასებული მთავრობის რეფორმები და ინიციატივები, განსაკუთრებით ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების მიმართულებით, ასევე ისეთი ინიციატივები, როგორიცაა საპენსიო რეფორმა, საჯარო-კერძო პარტნიორობის სისტემის განვითარება, დეპოზიტების დაზღვევა და მიწის რეფორმა. ცალკეა აღნიშნული საგადასახადო სისტემის რეფორმები და განათლების რეფორმა“,- აცხადებს ბექა ოდიშარია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები