“თიბისიმ” ახალი სტუდენტური პროგრამა დაიწყო

“თიბისის” ახალი სტუდენტური პროგრამა “თიბისი კემპი” უკვე დაიწყო და ის ამ ეტაპზე ორ უნივერსიტეტში, კავკასიის ბიზნესსკოლასა და თავისუფალ უნივერსიტეტში განხორციელდება. “თიბისი კემპი” მეოთხე კურსზე მყოფი ფინანსების სტუდენტების სასწავლო პროგრამაში ინტეგრირდება. სტუდენტები მთელი სემესტრის განმავლობაში სხვადასხვა ეტაპს გაივლიან.

პირველ ეტაპზე ისინი “თიბისი” კაპიტალის საჯარო ლექციებს დაესწრებიან, შემდეგ შეხვედრაზე ერთად განიხილავენ ბიზნესშემთხვევებს, რომლებიც მათ დავალებას უკავშირდება, ასევე, გაივლიან კონსულტაციებს “თიბისის” წარმომადგენლებთან, ხოლო ბოლო ეტაპზე სტუდენტები ჟიურის წინაშე წარდადგენენ საბოლოო საინვესტიციო პროექტს. გარდა საგნობრივი შეფასებისა, ჟიურის რჩეული გუნდები მიიღებენ სპეციალურ ჯილდოს თიბისისგან.

პროგრამა უკვე დაიწყო თავისუფალ უნივერსიტეტში, სადაც 10 ოქტომბერს პირველი ლექცია ჩატარდა.

პროგრამის მთავარი მიზანი სტუდენტებისთვის რეალური სამუშაო გამოცდილების მიღების საშუალების შექმნა და მათთვის ფინანსური ბაზრების უკეთ გაცნობაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები