სახალხო დამცველი 20 ივნისის აქციის დროს დაკავებულთა ოჯახის წევრებსა და ადვოკატებს შეხვდა

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია 20 ივნისის აქციის დროს დაკავებულთა ოჯახის წევრებს და ადვოკატებს შეხვდა.
ნინო ლომჯარიას თქმით, ბრალდებულებისთვის პატიმრობის შეფარდება კონვეიერული სისტემით მოხდა.
“ბრალდებულებს შორის არიან ადამიანები, რომლებიც აცხადებენ და ამის დამამტკიცებელი დოკუმენტებიც არსებობს, რომ ისინი დაექვემდებარნენ პოლიციის მხრიდან ძალადობას დაკავების დროს თუ სხვადასხვა გარემოებებში. მათ შორის, მოვისმინე ისეთი შემაშფოთებელი ინფორმაციაც, რომელიც აქამდე არ გაჟღერებულა, მათ ვისაც პატიმრობა არ შეეცვალათ გირაოთი, ვფიქრობ რატომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება პროკურატურამ გადახედოს მათი აღმკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას. იმიტომ, რომ მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ რაღაც კონვეიერული სისტემით მოხდა მათთვის პატიმრობის შეფარდება”, – განმარტა ლომჯარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები