მამუკა ხაზარაძემ მოძრაობა “ლელოს” 12 წევრი წარადგინა

ჩვენ გვჭირდება ჩვენი ემიგრანტების ცოდნა და გამოცდილება, – ამის შესახებ დღეს მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ, 12 ახალი წევრის წარდგენისას განაცხადა.
“ამ ქვეყნის გამარჯვება არის, ერთიანი ძალით შესაძლებელი. ჩვენ გვჭირდება ჩვენი ემიგრანტების გამოცდილება, ის ცოდნა რომელიც მათ სხვადასხვა ქვეყანაში მიიღეს. სწორედ მათთან ერთად მოხდება ამ ქვეყნის სერიოზულ, გამარჯვებულ და წარმატებულ ქვეყნად გადაქცევა”, – აღნიშნა ხაზარაძემ.
მოძრაობაში უკვე 48 ადამიანია წარმოდგენილი, მათ შორის არიან სხვადასხვა ასაკის, პროფესიისა და გამოცდილების მქონე ადამიანები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები