“თანამდებობა ფუფუნება არ არის, თანამდებობა დიდი  მოვალეობა და პასუხისმგებლობაა“-ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში მოსახლეობასთან ღია შეხვედრები გრძელდება.

წანაშის, ნაცულის,მელესა და ჩიხარეშში ადგილობრივების პრობლემებს ლენტეხის მერი ბადრი ლიპარტელიანი, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გაზდელიანი, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე დავით ღუდუმიძე და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი გიორგი მაქარაშვილი გაეცნენ და მოისმინეს ის საჭიროებები, რომლებიც აქაურ მაცხოვრებლებს აწუხებს.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობას  მთავრობის მიერ ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში​ განსახორციელებლი პროექტები გააცნეს .

გამოიკვეთა, რომ მოსახლეობას ძალიან აწუხებს უგზოობის,დაუსაქმებლობის, მიგრაციის ზრდისა  და ნაგავსაყრელების არარსებობა.

​ხელედის საჯარო სკოლის დირექტორი და თემის მაჟორიტარი დეპუტატია ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მურად ჩანქსელიანი , კარგად იცნობს აქაურების გასაჭირს და მათი პრობლემები არაერთხელ დააყენა საკრებულოს სხდომებზე.

მისი აზრით  ღია შეხვედრები სასიხარულოა იმიტომ, რადგან ხალხი დარწმუნდა იმაში,რომ  რაღაც შეიძლება გაკეთდეს და  იმედი გაუჩნდათ.

“ჩვენთვის გზის პრობლემის მოგვარებაა პირველი რიგის ამოცანა,გვითხრეს, რომ პროექტი უკვე მზადაა,გაკეთდება ლენტეხ-ხელედის 7 კმ, გზა,და იმედია, რომ ეს დაპირებად არ დარჩება.გზა ბევრ პრობლემას მოხსნის ხეობაში,ნაგავსაყრელების არარსებობაც პირდაპირ ბმაშია გზების მოუწესრიგებლობასთან, რადგანაც დიდი ნაგავსაყრელი ავტომანქანები სოფლებში ვერ შემოდიან, ყუთები მუნიციპალიტეტს მზადააქვს და გძის მოწესრიგების შემდეგ დაიდგმება.“- განაცხადა მურად ჩანქსელიანმა.

სოფელ ნაცულის მოსახლეობამ სოფლამდე მისასვლელი გზის ავარიულ მდგომარეობაზე ისაუბრეს.

როგორც ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა ბადრი ლიპარტელიანმა „კვირასთან“ საუბარში აღნიშნა, მოსახლეობა აბსოლუტურად სამართლიანად გამოხატავს გულისწყრომას.

” წელს ჩვენ ამ სოფლის გზის გარკვეული მონაკვეთი დავდეთ სატენდერო კონკურსზე,მოიგო ერთერთმა სამშენებლო ფირმამ,დაწყებული აქვთ სამუშაოები,თვის ბოლომდე სამუშოების ვადა იწურება და უნდა ჩაგვაბაროს დასრულებული ფორმით,მათ ვადები უკვე დაარღვიეს და საჯარიმო სანქციებიც დავადეთ. მათ ჩვენ გავხდით იძულებულს, რომ გზა როგორც პროექტი მოითხოვს, ისე ჩაგვაბარონ, სწორედ ამიტომაცაა ძალიან კარგი მოსახლეობასთან ასეთი ღია შეხვედრები,რომ ხალხის ხმა მივიტანოთ ყველა დონეზე“- განაცხადა ბადრი ლიპარტელიანმა.

სოფელი ჩიხარეშის მოსახლეობა გაკეთებულ საქმეების გამო მადლიერია, მაგრამ ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლებისგან მეტ ეფექტურ მოქმედებას მოითხოვენ.

“თანამდებობა ფუფუნება არ არის,ეს არის უდიდესი მოვალეობა და პასუხისმგებლობა, ამიტომ კეთილი ინებეთ და მოერგეთ მოვალეობებს“- ასე მიმართა ხალხთან ღია შეხვედრებზე მისულ ხელმძღვანელებს სოფელ ჩიხარეშის მკვიდრმა მადონა ჯანხოთელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები