16-17 ოქტომბერს, ღამის საათებში, თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზაზე შეზღუდვები დაწესდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო საავტომობილო გზის 196-ე კმ-ზე (ე.წ. “ფეროს რელსებთან“), შპს “ბორანის“ მიერ დაგეგმილია დაზიანებული ასფალტ-ბეტონის საფარის აღდგენითი სამუშაოების წარმოება, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე 16 და 17 ოქტომბერს, 20:00სთ-დან 04:00სთ-მდე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დროის აღნიშნულ პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი ზესტაფონის გავლით გადაერთვება.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით განხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები