ნაზი ჯანეზაშვილი ამერიკულ უნივერსიტეტში აღებულ დიპლომს ასაჯაროებს

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი ფეისბუქ გვერდზე ამერიკულ უნივერსიტეტში აღებულ დიპლომს ასაჯაროებს, სადაც მისი თქმით, აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ხელმოწერაა.

“აშშ-ს პრეზიდენტის ტრამპის ხელმოწერა ადასტურებს რომ 2016-2017 წლებში ვსწავლობდი ამერიკულ უნივერსიტეტში, ძალიან პრესტიჟული სტიპენდიით”- წერს ნაზი ჯანეზაშვილი.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი აღნიშნული განცხადებით გამოეხმაურა გენერალურ პროკურორ შალვა თადუმაძის ირგვლივ დიპლომზე ატეხილ სკანდალს, რომლის მიხედვითაც თადუმაძე “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ინფორმაციით, 1993 წელს ჩაირიცხა უნივერსიტეტში, რომელიც 1994 წელს დაარსდა. გარდა ამისა, აღნიშნულ სასწავლებელს “ჰუმანიტარულ ინსტიტუტი” ეწოდებოდა 2003 წლამდე, შემდეგ დაერქვა “ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის უნივერსიტეტი”, თუმცა 5 წლით ადრე გაცემულ თადუმაძის დიპლომში, მაინც ეს სახელია მითითებული. აღნიშნულზე შალვა თადუმაძემ განმარტა, რომ ექსტერნატის ფორმით დაასრულა უნივერსიტეტი, რომელიც 1994 წელს გაიხსნა და სწორედ ამ წელს დაიწყო სწავლა.

ეს თემა აქტიურად იყო განხილული გუშინ იურიდიულ კომიტეტში მიმდინარე მოსმენაზე, სადაც თადუმაძეს მოსთხოვეს იმ თანაკურსელების დასახელება, რომლებსაც ანალოგიური დიპლომი ექნებოდათ, რაზეც მან უარი განაცხადა.

დღეს კი ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ მსგავსი დიპლომის მქონედ  ნაზი ჯანეზაშვილი დაასახელა.

ჯანეზაშვილმა ამის შემდეგ მართლაც თქვა, რომ მასაც იგივე უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული, რაც გენერალურ პროკურორ შალვა თადუმაძეს. როგორც აღნიშნა, მნიშვნელოვანია ის, რომ დიპლომის საიდენტიფიკაციო კოდი, სახელწოდება ჰუმანიტარული ინსტიტუტი და ხელმოწერები ნამდვილია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები