უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ დონბასის კონფლიქტის დარეგულირებისთვის ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაა საჭირო

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა არ იგეგმება, რადგან „ყველა წინააღმდეგია“, თუმცა დონბასის კონფლიქტის დარეგულირებისთვის ის უნდა შედგეს.

ამის შესახებ ზელენსკიმ კიევში პრეს-მარათონზე განაცხადა.

„დონბასის დარეგულირებისთვის შეხვედრების გამართვა ორ ფორმატშია შესაძლებელი: „ნორმანდიულ ფორმატში“ და ჩემი პირისპირ შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტთან. პირისპირ შეხვედრაზე არავინ საუბრობს, იმიტომ რომ ყველა წინააღმდეგია. არ ვიცი, არის თუ არა ასეთი შეხვედრა შესაძლებელი. ახლა ვერ გეტყვით. ერთი ის ვიცი, რომ თუ გვსურს ომის დასრულება ეს შეხვედრა უნდა შედგეს“,-განმარტა ზელენსკიმ.

რაც შეეხება „ნორმანდიულ ფორმატში“ შეხვედრის თარიღს, ზელენსკიმ განაცხადა, რომ მას გარკვეული ვარიანტები აქვს.

„რაც შეეხება თარიღს, მაგალითად, გუშინ, გერმანიის კანცლერს ვესაუბრე და საკითხი წამოვწიეთ. ამას ფრანგულ მხარესთან განიხილავენ. არ გეტყვით რომელ დღეს, უახლოეს დღეებში. ამის შემდეგ, შეთანხმებულ ვადას რუსულ მხარეს შესთავაზებენ“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები