ვუდი ალენის ფილმების რეტროსპექტივა გაიმართება

კინოთეატრი „ამირანი“ ვუდი ალენის  ფილმების რეტროსპექტივას უმასპინძლებს.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, რეტროსპექტივას გახსნის მწერალი ლაშა ბუღაძე. „ენი ჰოლის“ დასრულების შემდეგ გაიმართება დისკუსია.

აფიშა:
12 ოქტომბერი – ენი ჰოლი;
13 ოქტომბერი – მანჰეტენი;
18 ოქტომბერი – ჰანა და მისი დები;
19 ოქტომბერი – კაიროს მეწამული ვარდი;
20 ოქტომბერი – შუაღამე პარიზში.

თიბისი სტატუსის მომხმარებლებისთვის tkt.ge-ზე იმოქმედებს 20%-იანი ქეშბექი.
ჩვენებები გაიმართება ორიგინალურ ენაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები