10 ოქტომბრიდან 30 ნოემბრამდე, ანსამბლი „ანჩისხატი“ თბილისსა და საქართველოს რვა მუნიციპალიტეტში ხალხურ საღამოებს გამართავს

12 ოქტომბერს, 16 საათზე, ვანის კულტურის სახლი  ანსამბლ „ანჩისხატის“ კონცერტს უმასპინძლებს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ანსამბლი, 10 ოქტომბრიდან 30 ნოემბრამდე, თბილისსა და საქართველოს რვა მუნიციპალიტეტში ხალხურ საღამოებს გამართავს.
ანსამბლი „ანჩისხატი“ 1987 წელს ლეგენდარული ანჩისხატის გუნდის შემოქმედებითი ბირთვისგან შეიქმნა. ასნამბლი ცხრა წევრისგან შედგება და ორი წელია აქტიურად განაგრძობს საკონცერტო მოღვაწეობას, საქართველოსა და ქვეყნის ფარგლებს გარეთ.
2018 წელს მოღვაწეობის 30 წლისთავთან დაკავშირებით თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში, განახლებული რეპერტუარით საიუბილეო კონცერტი გამართა, ასევე ორი წლის განმავლობაში ანსამბლს ჩატარებული აქვს სოლო კონცერტები შტუტგარტში, ბასში და ჰამბურგის ერთ-ერთ მთავარ საკონცერტო დარბაზში – ელბფილარმონიაში.
ანსამბლის ძველ წევრებს – დავით შუღლიაშვილს, დავით ზათიაშვილს, ლევან ვეშაპიძეს, მამუკა კიკნაძეს, დავით მეგრელიძეს და გოჩა ბალავაძეს შეუერთდნენ – დავით კოლელიშვილი, გიგა ჩხაპელია და დავით ცერცვაძე.
ანსამბლი კონცერტებს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის, სსიპ შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით გამართავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები