გურამ მაჭარაშვილი: მოსამართლის თანამდებობაზე უფრო კარგად და ოპტიმალურად დახარჯავთ ამ რესურსს, ვიდრე გენერალურ პროკურატურაში?

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გურამ მაჭარაშვილი დაინტერესდა გენერალური პროკურორის პოსტზე მყოფმა შალვა თადუმაძემ რატომ მიიღო გადაწყვეტილება, გახდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე.

თქვენ საქართველოს პარლამენტმა ნდობა გამოგიცხადათ საქართველოს გენერალური პროკურორის პოსტზე, რამ მიგაღებინათ ეს გადაწყვეტილება, რომ გინდათ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა? , – ამ კითხვით საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, შალვა თადუმაძეს მიმართა.

“ამ კითხვას ყველა კანდიდატთან ვსვამთ, თუმცა თქვენს შემთხვევაში განსაკუთრებულად იმიტომ, რომ გამოგიცხადეთ ნდობა ასეთ მაღალ პოზიციაზე. იქ რამე მოხდა ისეთი, რატომაც ჩათვალეთ, რომ აქ გამოდგებოდით, თუ თქვენში დაინახეთ რესურსი, რომ მაგალითად უზენაეს სასამართლოში მოსამართლის თანამდებობაზე უფრო კარგად და ოპტიმალურად დახარჯავთ ამ რესურსს, ვიდრე გენერალურ პროკურატურაში?”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

კანდიდატის პასუხის შემდეგ გურამ მაჭარაშვილი დაინტერესდა, არჩევის შემთხვევაში, შალვა თადუმაძისთვის სამართლიანი გადაწყვეტილება უფრო მეტად აღმატებული იქნება თუ სამართლებრივად გამართლებული გადაწყვეტილება.

“თქვენ იყავით ადვოკატი, ანუ ერთი მიმართულებით გაქვთ ნამუშევარი, ახლა ხართ გენერალური პროკურორი, ანუ მეორე მიმართულებით ანუ პროცესის ორივე მხარეს გაქვთ პრაქტიკულად ნამუშევარი, ახლა, მხარდაჭერის შემთხვევაში თქვენ შეიძლება გახდეთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე და მაინტერესებს, სამართლიანი გადაწყვეტილება უფრო მეტად აღმატებული იქნება თქვენთვის თუ სამართლებრივად გამართლებული გადაწყვეტილება? – ამ კითხვით მიმართა გურამ მაჭარაშვილმა შალვა თადუმაძეს.

დეპუტატმა აქვე ახსნა, თუ რატომ დასვა ეს შეკითხვა, -“ადვოკატი ყოველთვის ცდილობს მის სასარგებლოდ გამოიტანოს მოსამართლემ გადაწყვეტილება და ამისთვის ყველაფერს აკეთებს. პროკურორი აუცილებლად ცდილობს, რომ ბრალდება იქნეს დასაბუთებული და ბრალდების სასარგებლოდ იქნეს გამოტანილი გადაწყვეტილება და ახლა თქვენ უკვე პრაქტიკულად მართლმსაჯულების ბოლო ინსტანციაში გინდათ რომ იყოთ მოსამართლე. ამიტომ ახლა მაინტერესებს იმ ორში როგორ იყავით და ახლა უფრო მეტად რომელისკენ იხრებით, უფრო სამართლებრივად გამართული რომ არის გადაწყვეტილება თუ უფრო სამართლიანი?”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები