შალვა თადუმაძე გიგა ბოკერიას: 2001 წელს თავისუფლების ინსტიტუტს ავყავდი მაგ დიპლომით ადვოკატად

2001 წელს თავისუფლების ინსტიტუტს ავყავდი მაგ დიპლომით ადვოკატად სამხედრო მოსამსახურეების დარღვეულ უფლებაზე და იმ ორგანიზაციის წარმომადგენელი თქვენ იყავით, – ასე უპასუხა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანიდადტმა, შალვა თადუმაძემ გიგა ბოკერიას.

“ევროპული საქართველოს” წევრმა, გიგა ბოკერიამ შალვა თადუმაძეს დიპლომთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვა დაუსვა. ბოკერიამ აღნიშნა, რომ თადუმაძის დიპლომი “ლამის ბირთვული იარაღის რაღაც საიდუმლო ფორმულად გაასაღეს“, რაზეც თადუმაძემ უპასუხა.

“ეგ ბირთვული იარაღის ფორმულა სადაც მომთხოვეს, საკუთარი ნებით გამოვაქვეყნე და ხელი მოვაწერე, რომ თანახმა ვარ, გადაამოწმოთ მისი უტყუარობა, შეისწავლოთ მისი ნამდვილობა და შემდეგ შეგვიძლია ვილაპარაკოთ. დიპლომთან დაკავშირებით, განსაკუთრებით თქვენგან მიკვირს, ბატონო გიგა. 2001 წელს თავისუფლების ინსტიტუტს ავყავდი მაგ დიპლომით ადვოკატად სამხედრო მოსამსახურეების დარღვეულ უფლებაზე და იმ ორგანიზაციის წარმომადგენელი თქვენ იყავით. ცოტა უხერხულია, თქვენ მელაპარაკებით მე კვალიფიკაციაზე და იურისტის დიპლომზე. მიზანი არის ის, რომ თქვენ შექმნათ ახლა ის ლეგენდა“, – აღნიშნა შალვა თადუმაძემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებების პროცესის ფარგლებში პარლამენტში დღეს საქართველოს გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე მივიდა.

შალვა თადუმაძე იმ კითხვებს პასუხობს, რაც მის დიპლომთან დაკავშირებით “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” და სახალხო დამცველის აპარატმა წამოჭრეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები