შალვა თადუმაძე: პარლამენტმა გადაწყვიტოს, სად უფრო საჭირო ვარ

პარლამენტმა გადაწყვიტოს, სად უფრო საჭირო ვარ, – ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მოსმენისას განაცხადა.

დეპუტატის შეკითხვაზე, რამ მიგაღებინათ გადაწყვეტილება, რომ გსურთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა, თადუმაძემ განმარტა, რომ შეეძლო პირადი განცხადებით დაეტოვებინა თანამდებობა და შემდეგ მიეღო მონაწილეობა, მაგრამ ეს პარლამენტის წინაშე უპატივცემლობად ჩათვალა.

“ყველა იურისტისთვის მოსამართლის სტატუსი ყველაზე აღმატებულია, რაც შეიძლება იურისტს ჰქონდეს. როდესაც ამ გადაწყვეტილებას ვიღებდი, ბუნებრივია, მქონდა ფიქრი, რომ პარლამენტმა მომცა შესაძლებლობა, ვიყო საქართველოს გენერალური პროკურორი განსაზღვრული ვადით. ჩემი საქმიანობა ყოველთვის მართლმსაჯულების სფეროსთან იყო დაკავშირებული და შესაძლოა, მსგავსი შესაძლებლობა არასდროს მომეცემოდა. შემეძლო, პირადი განცხადებით დამეტოვებინა თანამდებობა და შემდეგ მიმეღო მონაწილეობა, მაგრამ ეს დიდ უპატივცემლობად ჩავთვალე პარლამენტის წინაშე – პარლამენტმა გადაწყვიტოს, სად უფრო მენდობა. აბსოლუტურად ღიად ვარ წარმოდგენილი პარლამენტში და პარლამენტმა გადაწყვიტოს, სად უფრო საჭირო ვარ“, – განაცხადა შალვა თადუმაძემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებების პროცესის ფარგლებში, პარლამენტში დღეს საქართველოს გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე მივიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები