გიგა ბოკერია შალვა თადუმაძეს: სამი თანაკურსელის გვარი დამისახელეთ (ვიდეო)

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, მოქმედი გენერალური პროკურორის შალვა თადუმაძის მოსმენა მიმდინარეობს.

სხვა საკითხებთან ერთად, მოსმენაზე აქტუალურია თადუმაძის დიპლომის წარმომავლობა. ოპოზიცია ეჭვობს, რომ დიპლომი სავარაუდოდ გაყალბებულია.

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ თადუმაძეს დოკუმენტის წარმომავლობის დადგენის მიზნით სთხოვა სამი თანაკურსელის, ან სამი ლექტორის დასახელება.

შალვა თადუმაძემ ბოკერიას უთხრა რომ შეუძლია 10 თანაკურსელის და ლექტორის დასახლება, თუმცა მათი ნებართვის გარეშე ამას ვერ გააკეთებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები