მალხაზ მაჩალიკაშვილი: მინდა თვალებში ჩავხედო თადუმაძეს

პანკისის სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დასწრებას ითხოვდა, ის ცოტა ხნის წინ შეუშვეს პარლამენტში, თუმცა უშუალოდ იმ ადგილას დასწრების უფლება არ მისცეს, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ შალვა თადუმაძეს უსმენენ.

როგორც მაჩალიკაშვილმა პარლამენტში შენობაში განაცხადა, მას სურს თვალებში ჩახედოს შალვა თადუმაძეს.

მაჩალიკაშვილმა საბოლოოდ უარი განაცხადა დასწრებოდა კომიტეტის დარბაზის იმ ნაწილს, საიდანაც ახლოს ვერ იქნებოდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან.

“თუ ეს კანონი არ მაძლევს კითხვის დასმის უფლებას, მე არ დავსვამ კითხვას, უბრალოდ ახლო დისტანციიდან მინდა თვალებში შევხედო მათ, და მათაც ჩამხედონ მე თვალებში”, – აცხადებს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები