ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრები აბაშის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან გრძელდება

სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს. ხელისუფლების წარმომადგენლები ამჯერად ადგილობრივ მოსახლეობას აბაშის მუნიციპალიტეტის სოფლებში ნორიოში, მაცხოვრისკარში, ძიგურსა და საგვაზაოში შეხვდნენ.

პროექტ “ღია შეხვედრების” ფარგლებში, სოფლებში არსებულ პრობლემებსა და საჭიროებებზე ადგილობრივებისგან ინფორმაცია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ლუდუკ ხასიამ, პარლამენტის წევრმა ლევან მგალობლიშვილმა, აბაშის მერმა ლევან მაკალათიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა კვიტაშვილმა მიიღეს.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა არსებული პრობლემების გაცნობის შემდეგ, სოფლის მეურნეობისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზეც გაამახვილეს ყურადღება.

შეხვედრაზე მოსახლეობამ ძირითად პრიორიტეტებად გამოკვეთა სანიაღვრე არხების და შიდა გზების პრობლემა, მაცხოვრისკარში გამართულ შეხვედრაზე კი ადგილობრივებმა სკოლის გაზიფიცირება მოითხოვეს.

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრები მოსახლეობასთან სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში აქტიურად მიმდინარეობს. შეხვედრებზე დასახელებული პრობლემების მოგვარებისთვის მაქსიმალურად მოხდება მათი მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები