თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
კომპანია „თელასის“ ცნობით, ელექტრომომარაგება შემდეგ რაიონებს შეეზღუდება:

სამგორის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღის მიმდებარე ტერიტორიას, ხეხილ-სანერგე მეურნეობის, სამგორის დასახლების, ვარკეთილი-3 დასახლების I, IIIა, III და IV მიკრორაიონების, კოტეტიშვილის, ვიქტორ კუპრაძის, ბარბარე მაჭავარიანი-წერეთლის, სადგერის, რწმენის, თრიალეთის, ჩხენკელის და ჯავახეთის ქუჩების მცხოვრებლებს.

10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ალექსეევკის დასახლების, ზემო ალექსეევკის დასახლების, ორხევის დასახლების, კახეთის გზატკეცილი და თენგიზ ჩანტლაძის ქუჩის მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კიკეთის მცხოვრებლებს. 10 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფაბრიკის, იოსებ გრიშაშვილის, გორგასალის და ფირდოუსის ქუჩების მცხოვრებლებს.

12 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ალგეთის, შავნაბადას, თელეთის, სოღანლუღის, ნიზამ განჯელის, გიორგი მერჩულეს, ქუმსიაშვილის, ხუციშვილის, მუხათის, იაკობ ცურტაველის და იალღუჯის ქუჩების მცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლეონიძის ქუჩის მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში, 10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტროსადგური “სამგორი”-ს მიმდებარე ტერიტორიის, კახეთის გზატკეცილის, ნავთლუღის დასახლების, სამგორის დასახლების, მეტრომშენის დასახლების, ანთიმოზ ივერიელის, ოსიპ მანდელშტამის, გოჩა ონაშვილის, ალექსანდრე წულუკიძის, ლაღიძის, ბეგიაშვილის, იოსებ და ლეონ ორბელების, ხარაბაძის, ანდღულაძის, ჯიქიას, ზანდუკელის, ჩოჩუას, კოპცოვის, ქობულაძის, სამგორის და ჩკალოვის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში, 10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის, გობრონიძის, ხიზანიშვილის, მოსულიშვილის და ბოჭორიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, 10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს III, IV მიკრორაიონების, ქავთარაძის და ფერმწერთა ქუჩების მცხოვრებლებს.

11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის, ბობ უოლშის, მინდელის და პოლიტკოვსკაიას ქუჩების მცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აღნიშნულია „თელასის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები