რა წერია რუსთავში მომხდარი სასტიკი მკვლელობის საქმეზე დაკავებული პოლიციელის ჩვენებაში – “მე და გიორგი ასათიანმა მოვკალითო”

“ჩემმა სიძემ ზურაბ ჯღარკავამ მითხრა, რომ მას დავით მუმლაძესთან ჰქონდა უთანხმოება, – ამის შესახებ რუსთავში მომხდარი სასტიკი მკვლელობის საქმეზე დაკავებული პოლიციელის, დავით მიროტაძის ჩვენებაშია აღნიშნული, რომელიც ტელეკომპანია “რუსთავი 2-მა” გაასაჯაროვა.

“ჩემმა სიძემ ზურაბ ჯღარკავამ მითხრა, რომ მას დავით მუმლაძესთან ჰქონდა უთანხმოება და მუმლაძე ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, მთხოვა დახმარება. ჩემს სიძეს ვკითხე, რა იყო მათ შორის უთანხმოების მიზეზი, რაზეც არაფერი უთქვამს. შევთანხმდით, რომ 1 ოქტომბერს ჩავიდოდით თბილისში, სადაც შევხვდებოდით ჩემი სიძის მეგობარ გიორგი გეთაშვილს, რომელიც დავით მუმლაძეს თავად ჩაისვამდა ავტომობილში, მას გადავაბარებდით რუსთავში ჩემს სიძეს ზურაბ ჯღარკავას, იგი ცოტას წამოარტყამდა და ჭკუაზე მოიყვანდა დავით მუმლაძეს, მე დამეხმარნენ ჩემი ნაცნობები დიმიტრი დუღაშვილი და მიხეილ ღუბიანური, ჩვენ რუსთავში დავტოვეთ ჩემი სიძე ზურაბ ჯღარკავა, გიორგი ასათიანი და დავით მუმლაძე, ამის შემდეგ 4 ოქტომბერს შევხვდი ჩემს სიძეს, რომელმაც კითხვაზე, თუ რა ბედი ეწვია დავით მუმლაძეს, მითხრა, რომ იგი უკვე აღარ არსებობსო და ფაქტობრივად, მითხრა, რომ მე და გიორგი ასათიანმა მოვკალითო. მეორე დღეს ტელეფონით ვესაუბრე დუღაშვილს და ვუთხარი, რომ ცუდად იყო საქმე”, – ამბობს დავით მიროტაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები