აგარაში და კლდეში ახალი ამბულატორიების მშენებლობა აქტიურად გრძელდება

სოფელებში აგარაში და კლდეში ახალი ამბულატორიების მშენებლობა აქტიურად გრძელდება. ამ ეტაპზე, შენობების გადახურვისა და შელესვის სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია თანამედროვე სტანდარტებზე გათვლილი ერთ სართულიანი შენობების აშენება და ეზოების კეთილმოწყობა.

აგრეთვე, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ამბულატორიები შენდება თისელშიურაველშიხეოთშიღრელშისაძელში,სხვილისში კი არსებული შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები