აშშ-ში “ღია ცის ქვეშ” შეთანხმებიდან გასვლის შესაძლებლობას განიხილავენ

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია “ღია ცის ქვეშ” შეთანხმებიდან გასვლის შესაძლებლობას განიხილავს.

ამის შესახებ კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ელიოტ ენგელმა განაცხადა.

“შეშფოთებული ვართ ინფორმაციით, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ღია ცის ქვეშ შეთანხმებიდან გასვლის შესაძლებლობას განიხილავს, მოგიწოდებთ ამგვარი წინდაუხედავი ნაბიჯი არ გადადგათ”, – ნათქვამია ენგელის წერილში, რომელიც მან აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში რობერტ ო’ბრაიენს გაუგზავნა.

წერილის ტექსტი ენგელის აპარატმა გაასაჯაროვა.

“დოკუმენტი 2002 წელს მისი ძალაში შესვლიდან მნიშვნელოვან სამხედრო ტრანსპარენტულობას უზრუნველყოფდა. შეთანხმებიდან აშშ-ის გასვლა ხელს რუსეთს აძლევს, ზიანს მოუტანს ჩვენს მოკავშირეებს, პარტნიორებს და უსაფრთხოების სფეროში აშშ-ის ინტერესებს. შეთანხმება აშშ-ის და მის მოკავშირეებს აძლევს შესაძლებლობას რუსი სამხედროების დისლოცირების დაკვირვებას. სადამკვირვებლო ფრენები უკრაინაში რუსეთის ქმედების შესახებ ინფორმაციის მოგროვებას უწყობს ხელს”,-აღნიშნა ენგელმა.

“ღია ცის ქვეშ” შეთანხმებას ხელი 1992 წლის 24 მარტს ხელსინკში ეუთოს 23 წევრი-ქვეყნის მიერ მოეწერა. შეთანხმების მიზანია მონაწილე ქვეყნების მიერ ერთმანეთის ტერიტორიებზე სადამკვირვებლო ფრენების განხორციელება.

2017 წლის მდგომარეობით, შეთანხმების წევრი ქვეყნების რაოდენობა 34-მდე გაიზარდა. დოკუმენტზე ხელი საქართველოსაც აქვს მოწერილი, რუსეთმა კი, შეთანხმება 2001 წლის 26 მაისს გაიზიარა.

შეთანხმების ფარგლებში ფრენების კვოტირების სისტემა არსებობს. 2017 წელს, მაგალითად, რუსეთს და ბელარუსს, რომლებიც ერთ ჯგუფად მიიჩნევიან, 42 ფრენის განხორციელება შესაძლებლობა მიეცათ. საპასუხოდ წევრმა ქვეყნებმა რუსეთის ტერიტორიაზე 34 სადამკვირვებლო ფრენა განახორციელეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები