კალასი ზელენსკის შეხვდა
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას კაია კალასი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„რუსეთი [უკრაინის] სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს აძლიერებს. პუტინის მიზანი ზამთრის მოახლოებასთან ერთად უკრაინელებისთვის მაქსიმალური ტანჯვის მიყენებაა. ევროპა მზადაა, უკრაინას კიდევ უფრო დაუჭიროს მხარი – ახალი ზომები მუშავდება“, – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში.