იაგო ხვიჩია: ხალხი ციხეში რომ აღმოჩნდა, ამაზე პასუხისმგებლობა ვიღაცამ ხომ უნდა აიღოს?! რისთვის გაწირეს ეს ხალხი?

რატომ დავიჯერეთ ის, რომ ბიძინას ქოცები ღალატობდნენ და იმათ იმედად რევოლუცია უნდა მოგვეწყო? ის ხალხი ციხეში რომ აღმოჩნდა, ამაზე პასუხისმგებლობა ვიღაცამ ხომ უნდა აიღოს?! რისთვის გაწირეს ეს ხალხი? – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ „ღამის კურიერში“ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის წევრები არც 4 ოქტომბერს, და არც 4 ოქტომბრის შემდეგ, როდესაც უამრავი ადამიანია დაკავებული, არც ხსნიან, თუ რა გეგმა გააჩნდათ, ან/და გააჩნდათ თუ არა საერთოდ.

„შინაარსობრივად, საქართველოს 30 წლის ისტორია არის 4 ოქტომბრიდან 4 ოქტომბრამდე, ხან ეს ხდება, ხან ის ხდება. ჩვენ მართლა არ გავიაზრებთ და არ გამოვიტანთ დასკვნას, რომ რატომ გავყევით სისულელეს, რატომ დავიჯერეთ, საკუთარ თავს არ ვგულისხმობ ამ შემთხვევაში, რატომ დავიჯერეთ ის, რომ ბიძინას ქოცები ღალატობდნენ და იმათ იმედად რევოლუცია უნდა მოგვეწყო? რატომ გავუტარეთ პოლიტიკოსებს ის, რომ როდესაც ისინი გეუბნებოდნენ – „გეგმას არა, იქ გეტყვითო“, რომ დაიჭირეს ადამიანები, მერეც რომ არ აღმოჩნდა გეგმა, დღეს რატომ ვუტარებთ? ციხეში გმირებად რატომ ზის ხალხი, რომლებმაც უამრავი ადამიანი საკუთარი ქმედებით ციხეში აღმოაჩინეს და არც კი ხსნიან, არც ამბობენ – რას აპირებდნენ, რატომ ხდებოდა ეს ყველაფერი? ვიღაცა რომ შევარდა, და ვიღაცა შეჰყვა – ის ხალხი, ციხეში რომ აღმოჩნდა, ამაზე პასუხისმგებლობა ვიღაცამ ხომ უნდა აიღოს?! რისთვის გავწირეთ ეს ხალხი? რამე გეგმა არსებობდა, სადაც რისკი ღირდა? გეგმა თუ არ გაქვს, წინასწარ დალაგებულ თამაშში სპექტაკლს თუ დგამ, იმ ადამიანებს, რომლებიც ამის შედეგად ზიანდებიან, რას ერჩი?“ – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები