აშშ-ის, ეგვიპტის, კატარისა და თურქეთის ლიდერებმა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.
„ამას 3000 წელი დასჭირდა, წარმოგიდგენიათ? და ის მყარი იქნება. მსოფლიოსთვის შესანიშნავი დღეა“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
როგორც მან აღნიშნა, შეთანხმება იმდენად მასშტაბურია, რომ მესამე მსოფლიო ომს თავიდან აიცილებს, რაც, მისი თქმით, ახლო აღმოსავლეთში შეიძლებოდა მომხდარიყო.