ტრამპი 17 ოქტომბერს თეთრ სახლში ზელენსკის შეხვდება

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი 17 ოქტომბერს, ვაშინგტონში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას გეგმავს, – ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ეს მოხდა შაბათ-კვირას პრეზიდენტებს შორის გამართული ორი სატელეფონო საუბრის შემდეგ, რომლის დროსაც მათ განიხილეს „ტომაჰავკის“ რაკეტების გაყიდვა და რუსეთთან ომის დასრულების გზები, ასევე მას შემდეგ, რაც უკრაინულმა დელეგაციამ ვაშინგტონში ამერიკელ კოლეგებთან ერთკვირიანი მოლაპარაკებები დაიწყო“, – წერს Financial Times-ის ჟურნალისტი კრისტოფერ მილერი.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელთან, კაია კალასთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ მიმდინარე კვირაში ვაშინგტონში ტრამპთან შესახვედრად გაემგზავრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები