ლილიანა ნობილეს პოეტური კრებულის წარდგენა გაიმართა

ეროვნულ ბიბლიოთეკაში მდებარე სტეფანო პაოლინის სახელობის იტალიურ ბიბლიოთეკაში ლილიანა ნობილეს პოეტური კრებულის წარდგენა გაიმართა.
ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაციით, ღონისძიება იტალიური ენის XXV მსოფლიო კვირეულის ფარგლებში ჩატარდა და მას იტალიის ელჩი საქართველოში მასიმილიანო დანტუონო უძღვებოდა.
იტალიური ენის კვირეული მთელ მსოფლიოში იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საერთაშორისო თანამშრომლობის ინიციატივით იმართება.
იტალიური ენის კვირეული საქართველოში ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაგეგმილი ამ ღონისძიებით გაიხსნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები