ტრამპი – ორბანს: ვიქტორ, ფანტასტიკური ხარ, ვიცი, ბევრი არ მეთანხმება, მაგრამ მხოლოდ ჩემი აზრია მნიშვნელოვანი – 100%-ით შენს გვერდით ვართ

ჩვენ 100%-ით შენს გვერდით ვართ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ეგვიპტეში, „მშვიდობის სამიტზე“ სიტყვით გამოსვლისას უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის შესახებ განაცხადა და მას არჩევნებში მხარდაჭერა დაუდასტურა.

„სად არის ვიქტორი? ვიქტორ, ვიქტორ, ჩვენ გვიყვარს ვიქტორი. შენ ფანტასტიკური ხარ. ვიცი, რომ ბევრი არ მეთანხმება, მაგრამ მხოლოდ ჩემი აზრია მნიშვნელოვანი. შენ ფანტასტიკური ხარ. ის შესანიშნავი ლიდერია. მე მას მხარი დავუჭირე ბოლო არჩევნებში, რომელიც მან ჩაატარა და მან 28 ქულით გაიმარჯვა. ამჯერად კიდევ უფრო უკეთეს შედეგს მიაღწევ, როდესაც კიდევ ერთი არჩევნები გექნება. ჩვენ 100%-ით შენს გვერდით ვართ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები