ეგვიპტეში „მშვიდობის სამიტი“ მიმდინარეობს
ეგვიპტეში „მშვიდობის სამიტი“ მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.
მას შემდეგ, რაც შარმ ელ-შეიხში თითოეული ლიდერი სცენაზე ერთმანეთს ინდივიდუალურად მიესალმა, მსოფლიო ლიდერები და მაღალი თანამდებობის პირები დონალდ ტრამპს ერთობლივი ფოტოს გადასაღებად შეუერთდნენ.
„ეს მართლაც ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია ყველა ლიდერისთვის. ეს არის შემდეგი ეტაპის დასაწყისი იმაში, რაც ძალიან, ძალიან რთული პროცესი იქნება. არაჩვეულებრივი დღეა“, – ამბობს აშშ-ის კორესპონდენტი მარკ სტოუნი.