მადაგასკარის პრეზიდენტმა ქვეყანა დატოვა
მადაგასკარის პრეზიდენტმა ანდრი რაჯოელინამ ქვეყანა მას შემდეგ დატოვა, რაც ქვეყნის დედაქალაქში სამხედრო დაძაბულობა გამწვავდა და არმიის ერთი გავლენიანი დანაყოფი ხელისუფლებას განუდგა.
ადგილობრივი და უცხოური მედიის ცნობით, რაჯოელინა ფრანგული სამხედრო თვითმფრინავით გაემგზავრა, თუმცა მისი დანიშნულების ადგილი, ჯერჯერობით, უცნობია.
ოფიციალური განცხადება პრეზიდენტის ოფისს ამ დრომდე არ გაუკეთებია.
როგორც “ბიბისი” წერს, „თანამდებობის მიტოვების“ გამო, რაჯოელინას იმპიჩმენტი იგეგმება.
შეგახსენებთ, მადაგასკარში წყლისა და ელექტროენერგიის დეფიციტის გამო დემონსტრაციები 25 სექტემბერს დაიწყო და დროთა განმავლობაში ხელისუფლების საწინააღმდეგო გამოსვლებში გადაიზარდა.