კახა კალაძე: ტაქსი შეიძლება გაძვირდეს და თუ ვინმესთვის ეს პრობლემაა ახალი ავტობუსები და მეტრო იქნება

თბილისის მერი კახა კალაძე პირობას დებს, რომ თბილისი ევროპულ ქალაქებშიც ერთ-ერთი წარმატებული იქნება საზოგადოებრივი ტრანსპორტის თვალსაზრისით. რაც შეეხება ტაქსის მომსახურებაზე ფასების ზრდას, აცხადებს, რომ კომფორტული ტაქსების ფონზე ტარიფმა შესაძლოა მოიმატოს, თუმცა ქალაქში იქნება ახალი ავტობუსები და რეაბილიტირებული მეტრო.

კალაძის შეფასებით, სატრანსპორტო რეფორმების ბოლომდე მიყვანის შემდეგ, გაიზრდება მოთხოვნა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე.

“ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა, ჩვენ 2 წლის წინ სატრანსპორტო გეგმა წარმოვადგინეთ, ტაქსები ამ რეფორმაში არის ერთ-ერთი მიმართულება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება- ავტობუსები, მიკროავტობუსები, მეტრო, ასევე ტაქსები, ჩვენ მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ თბილისი, პირობას გაძლევთ, ევროპულ ქალაქებშიც იქნება ერთ-ერთი წარმატებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის თვალსაზრისით, ქალაქში გადაადგილება იქნება ყველაზე სწრაფი, ყველაზე კომფორტული, თავისი ინფრასტრუქტურული პროექტებით.

ჩვენი მთავარი მიზანი და ამოცანა არის მიკროავტობუსების ჩანაცვლება, სატრანსპორტო რეფორმების ბოლომდე მიყვანის შემდეგ, გაიზრდება მოთხოვნა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, პარალელურად, წესრიგდება ტაქსების რეფორმა, მთავარი ამოცანა არის, რომ სერვიზით მოსარგებლეებისთვის იყოს კომფორტული, ახალი, სუფთა მანქანა, საბოლოო ჯამში, ამან შეიძლება გამოიწვიოს ტაქსის გაძვირება და ეს ნორმალურია, თუ ვინმესთვის ეს პრობლემა იქნება, იქნება ახალი ავტობუსები, მეტრო განახლებული სადგურებით და რეაბილიტირებული ვაგონებით, ეს საკმაოდ რთული პროცესია და ამიტომ არის, რომ დღეს მეტრო 1 საათით ადრე ამთავრებს მუშაობას, კეთდება ისეთი საქმე, რაც მეტროს გახსნის დღიდან არ გაკეთებულა”, – აცხადებს კახა კალაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები