გურამ მაჭარაშვილი თამარ ზამბახიძეს: როგორ თვლით, გადაწყვეტილება ერთნაირად უნდა იყოს სამართლიანი და სამართლებრივი და ცალკე ამას ვერ განიხილავთ?

რამ განაპირობა თქვენი ასეთი გადაწყვეტილება, რამ გიბიძგათ ასეთ საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებისაკენ, რომ იყოთ კანდიდატი ამ ეტაპზე და მომავალში, მხარდაჭერის შემთხვევაში მოსამართლე, მაშინ როდესაც საკმაოდ კარგი კარიერა გაქვთ გავლილი, დღესაც ნორმალური პოზიცია გიკავიათ?, – ამ კითხვით ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრმა გურამ მაჭარაშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს თამარ ზამბახიძეს მიმართა.

პასუხის მიღების შემდეგ გურამ მაჭარაშვილი დაინტერესდა, თუ ჰქონია კანდიდატს თავის პრაქტიკაში შემთხვევა, როდესაც მისი გადაწყვეტილება გაუქმებულა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ იმის გამო, რომ იქ არ იყო გათვალისწინებული უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა.

“ან საერთოდ, როგორ უყურებთ ამას მაშინ, როდესაც მოსამართლე, ნამდვილად შინაგანად თავისუფალია, გადაწყვეტილებებს უნდა იღებდეს შინაგანი რწმენის საფუძველზე და არსებობს მეორე მხრივ უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც წინააღმდეგობაში, შეიძლება შინაგან კონფლიქტში მოდიოდეს მოსამართლის გადაწყვეტილებასთან. თუ გქონიათ ასეთი შემთხვევა და ზოგადად, როგორ უყურებთ ამ საკითხს, რამდენად სწორია, საერთოდ ეს უნდა განვითარდეს? იმიტომ, რომ თქვენ გაქვთ ამბიცია, იყოთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. ანუ თქვენ ხართ თუ არა ამ პრაქტიკის გაგრძელების მომხრე, რომ უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა სავალდებულო ხასიათს ატარებს მოსამართლეებისთვის?”,- აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

მაჭარაშვილი დაინტერესდა, მიუღია თუ არა თამარ ზამბახიძეს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ჩაუთვლია, რომ სამართლიანი იმდენად არ იყო, რამდენადაც იყო სამართლებრივად გამართული გადაწყვეტილება? მან იქვე განმარტა თავისი კითხვის არსი.

“როგორც ვამჩნევ, თქვენ ემხრობით, რომ უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა უნდა იყოს დომინანტი ქართულ მართლმსაჯულებაში. ჩემი კითხვა იმაში მდგომარეობს, რომ მოსამართლემ, მით უფრო უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ, რომელიც არ არის პირველი ან მეორე ინსტანციის მოსამართლე, თუ შექმნა ისეთი პრაქტიკა, რომ სამართლებრივი და სამართლიანი გადაწყვეტილება ერთმანეთში გააიგივა და მისი განცდა იყო ის, რომ შეიძლება მთლიანობაში ნორმათა ერთობლიობით, (ეს იქნება სისხლის სამართალი თუ სამოქალაქო სამართალი) ვერ მიიღო სამართლიანი გადაწყვეტილება, თქვენ როგორ თვლით, გადაწყვეტილება ერთნაირად უნდა იყოს სამართლიანი და სამართლებრივი და ცალკე ამას ვერ განიხილავთ?”,- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, აქართველოს პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება გრძელდება. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატების შეკითხვებს დღეს მოსამართლეობის კანდიდატი თამარ ზამბახიძე პასუხობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები