პირველად 120 წლის განმავლობაში – აზერბაიჯანში კახის რაიონის სოფელ ქოთოქლოს ეკლესიაში საღვთო ლიტურგია ჩატარდა

6 ოქტომბერს, პირველად ბოლო 120 წლის განმავლობაში, საზეიმო წირვა-ლოცვა კახის რაიონის სოფ. ქოთოქლოს ახლად ამოქმედებულ წმინდა სამების ეკლესიაში ჩატარდა.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საუკუნეზე მეტი ხნის მანძილზე, აღნიშნული ტაძარი იყო უმოქმედო და ადგილობრივი ქართველი მართლმადიდებელი მოსახლეობა მოითხოვდა რეგულარული წირვა-ლოცვის განახლებას, რასაც მხარი დაუჭირა აზერბაიჯანის ხელისუფლებამ. პირველი საღვთო ლიტურღია ჩაატარა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ჰერეთისა და ხორნაბუჯის ეპისკოპოსმა მეუფე დიმიტრიმ.
საზეიმო წირვას ესწრებოდნენ საქართველოს ელჩი ზურაბ პატარაძე, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და ქ. განჯაში საქართველოს გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები. საღვთო ლიტურღიის დასრულების შემდეგ, ზ. პატარაძემ წმინდა სამების ეკლესიის ეზოში, შეხვედრა გამართა ადგილობრივ ქართველ მოსახლეობასთან. წმინდა სამების ეკლესიის ამოქმედებასთან დაკავშირებულ ღონისძიებას ასევე ესწრებოდა კახის რაიონის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი მუსა შექელიევი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები