“თიბისი კაპიტალი” – ტურიზმის წილი ქვეყნის საერთო ექსპორტში 36 %-ია

„თიბისი კაპიტალის“ კვლევის თანახმად, ტურიზმის წილი ჩვენი ქვეყნის საერთო ექსპორტში 36%-ია, რაც ევროპაში ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელია, ხოლო ტურიზმის წილი სერვისების ექსპორტში 72%-შეადგენს.

ტურიზმის სექტორის კვლევის შედეგების მიხედვით, ტურიზმის მნიშვნელობა საქართველოს ეკონომიკისათვის მნიშვნელოვნად გაიზარდა, კერძოდ, ტურიზმთან დაკავშირებული სერვისების წილმა ეკონომიკის 7,6 % შეადგინა, ხოლო ტურისტების შემოსავლების შეფარდებამ მშპ-სთან 20 %-ს მიაღწია.

„თიბისი კაპიტალის“ კვლევის თანახმად, 2018 წელს სურსათ-სანოვაგეზე გაწეული მთლიანი ხარჯების 20 % საერთაშორისო ვიზიტორებმა გაიღეს. კიდევ უფრო დიდია მათი დანახარჯის წილი დაახლოებით 51 % გასართობ და კულტურულ ღონისძიებებზე. სახმელეთო ტრანსპორტის მომსახურებაში გადახდილი მთლიანი თანხის 16 პროცენტიც უცხოელ ვიზიტორებზე მოდის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები