2025 წლის II კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს რკინიგზით გადატანილია 9.4 პროცენტით ნაკლები, სულ 3.2 მლნ. ტონა ტვირთი

2025 წლის II კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს რკინიგზით გადატანილია 9.4 პროცენტით ნაკლები, სულ 3.2 მლნ. ტონა ტვირთი. აღნიშნული მოცულობის 7.1 პროცენტი მოდის ადგილობრივ გადაზიდვაზე, 33.8 პროცენტი — საერთაშორისო გადაზიდვაზე (არ მოიცავს ტრანზიტს), ხოლო 59.1 პროცენტი — ტრანზიტზე. ინფორმაციას, საქსტატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2025 წლის II კვარტალში საერთაშორისო გადაზიდვის რეჟიმში რკინიგზით გადატანილი ტვირთის ჯამური მოცულობის 75.3 პროცენტი მოდის ქვეყანაში შემოტანილ ტვირთზე, 24.7 პროცენტი კი — ქვეყნიდან გატანილზე.

,,2025 წლის II კვარტალში რკინიგზით შემოტანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 32.9 პროცენტის გამომგზავნ ქვეყანას რუსეთის ფედერაცია წარმოადგენდა, 30.3 პროცენტის
გამომგზავნს — აზერბაიჯანი, თითოეული დანარჩენი გამომგზავნი ქვეყნების წილი კი 10-10 პროცენტზე ნაკლები იყო (ჯამურად 36.8 პროცენტი).
2025 წლის II კვარტალში რკინიგზით გატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 13.5 პროცენტის დანიშნულების ქვეყანას სომხეთი წარმოადგენდა, 10.0 პროცენტს — ყაზახეთი, 9.7 პროცენტს — რუსეთის ფედერაცია, ტვირთის მიმღები თითოეული დანარჩენი ქვეყნების
წილი კი შედარებით ნაკლები იყო (ჯამურად 66.8 პროცენტი).
2025 წლის II კვარტალში ტრანზიტით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის განაწილება დანიშნულების ქვეყნის მიხედვით შემდეგნაირი იყო: 15.9 პროცენტი — ნიდერლანდები, 12.0 პროცენტი — თურქეთი, 7.6 პროცენტი — ჩინეთი, 2.8 პროცენტი — იტალია,
1.9 პროცენტი — აშშ, 1.3 პროცენტი — უკრაინა, 0.6 პროცენტი — რუმინეთი, დანარჩენი კი სხვა ქვეყნებზე მოდიოდა. ამავე პერიოდში, ტრანზიტით გადატანილი ტვირთის 7.2 პროცენტის გამომგზავნ ქვეყანას ბრაზილია წარმოადგენდა, 3.5 პროცენტს — თურქეთი, ხოლო დანარჩენი სხვა ქვეყნებზე მოდიოდა.
საანგარიშო პერიოდში, რკინიგზით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 37.5 პროცენტი მოდიოდა კოქსისა და რაფინირებული ნავთობპროდუქტების სასაქონლო ჯგუფზე; 20.8 პროცენტი — ქიმიკატების, ქიმიური პროდუქტების და ხელოვნური ბოჭკოების; რეზინის და პლასტმასის პროდუქტების სასაქონლო ჯგუფზე, ხოლო 10.7 პროცენტი — ლითონის მადანსა და სხვა სამთო და კარიერულ პროდუქტებზე.
2025 წლის II კვარტალში სასაქონლო ჯგუფების მიხედვით განაწილება განსხვავებული იყო ადგილობრივი გადაზიდვების შემთხვევაში და 45.9 პროცენტი ლითონის მადანსა და სხვა
სამთო და კარიერულ პროდუქტებზე მოდიოდა, 30.2 პროცენტი ეჭირა კოქსსა და რაფინირებულ ნავთობპროდუქტებს, ხოლო 11.5 პროცენტი — სატრანსპორტო აღჭურვილობის სასაქონლო ჯგუფს.
რაც შეეხება საერთაშორისო გადაზიდვებს, საანგარიშო პერიოდში რკინიგზის საშუალებით ძირითადად შემოტანილია კოქსი და რაფინირებული ნავთობპროდუქტები (43.8 პროცენტი), სხვა არამეტალური მინერალური პროდუქტები (19.0 პროცენტი), ლითონის მადანი და სხვა სამთო და
კარიერული პროდუქტები (15.3 პროცენტი), სოფლის მეურნეობის, ნადირობისა და მეტყევეობის
პროდუქტები (8.0 პროცენტი), ქვანახშირი და ლიგნიტი; ნედლი ნავთობი და ბუნებრივი აირი (4.2 პროცენტი), ქიმიკატები, ქიმიური პროდუქტები და ხელოვნური ბოჭკოები (2.4 პროცენტი)
და ძირითადი ლითონები (1.9 პროცენტი); ხოლო გატანილია ქიმიკატები, ქიმიური პროდუქტები და ხელოვნური ბოჭკოები (40.5 პროცენტი), საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო (26.1
პროცენტი), ლითონის მადანი და სხვა სამთო და კარიერული პროდუქტები (13.0 პროცენტი) და ძირითადი ლითონები (10.9 პროცენტი).
2025 წლის II კვარტალში ტრანზიტული ტვირთის მთლიანი მოცულობის 80.3 პროცენტი სამ სასაქონლო ჯგუფზე მოდიოდა, კერძოდ: კოქსი და რაფინირებული ნავთობპროდუქტები
(40.8 პროცენტი), ქიმიკატები, ქიმიური პროდუქტები და ხელოვნური ბოჭკოები (28.5 პროცენტი), საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო (11.0 პროცენტი).

2025 წლის II კვარტალში საქართველოს რკინიგზის მიერ გადაყვანილია 428.0 ათასი მგზავრი, რაც 18.5 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.
ამავე პერიოდში მგზავრთბრუნვის მოცულობამ 93.9 მლნ. მგზავრ-კილომეტრი შეადგინა, რაც 22.2 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.
2025 წლის II კვარტალში ადგილობრივი მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 423.0 ათასი მგზავრი, რაც რკინიგზით გადაყვანილი მგზავრების მთლიანი რაოდენობის 98.8 პროცენტს
შეადგენს და 18.9 პროცენტით ჩამორჩება 2024 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. ამასთან, საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 5.0 ათასი მგზავრი, რაც 43.2 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილი მგზავრების 64.1 პროცენტი შემოვიდა სომხეთიდან, ხოლო
სომხეთის მიმართულებით გავიდა 35.9 პროცენტი (2025 წლის II კვარტალში სხვა მოსაზღვრე ქვეყნის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანა არ განხორციელებულა)”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები