არჩილ თალაკვაძე: ზარდიაშვილის ადგილას, მეც ანალოგიურ გადაწყვეტილებას მივიღებდი

ზარდიაშვილის ადგილას, სრული კონტექსტის გათვალისწინებით, მეც ანალოგიურ გადაწყვეტილებას მივიღებდი, უფრო მაღალ დონეზე დავაყენებდი ღირსებას და პარლამენტის რეპუტაციას,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ “პალიტრანიუსის” გადაცემაში “360 გრადუსი” განაცხადა, რითაც ის ვანო ზარდიაშვილის მიერ საპარლამენტო მანდატის დატოვების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ვანო ზარდიაშვილის გადაწყვეტილება სასამართლო სისტემის და მოსამართლეების კანდიდატების კონტექსტშიც სწორი იყო, რადგან კითხვები, რომელიც ზარდიაშვილის მისამართით იყო გაჟღერებული აღნიშნული მიმართულებით, ახლა, დეპუტატის გადაწყვეტილების შემდეგ მოხსნილია.

“ვანო ზარდიაშვილის გადაწყვეტილება ამ კონტექსტშიც არის ძალიან სწორი, მორალურად და პოლიტიკურად სწორი. მითუმეტეს ახლა, როდესაც მოსამართლეების შერჩევის პროცესი მიმდინარეობს, რადგან კითხვებს სვამდა ქალბატონი ეკა ბესელია, სხვა რამდენიმე ადამიანიც და ეს კითხვები ზარდიაშვილის გადაწყვეტილებით მოხსნილია. მან პრაქტიკულად თქვა, რომ გუნდს, პროცესს, დემოკრატიის ამ კონკრეტულ ეპიზოდს, რაც ახლა პარლამენტში ვითარდება არანაირი ჩრდილი რომ არ მიადგეს ამ გადაწყვეტილებას ვიღებ. თუნდაც ამ კონტექსტში ეს გადაწყვეტილება სწორად და სოლიდურად გამოიყურება”,-განაცხადა თალაკვაძემ.

დეპუტატმა ვანო ზარდიშვილმა დეპუტატის მანდატის დატოვების შესახებ დღეს განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები