საქართველოში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელისაბედ რუდი კოლხეთის ეროვნულ პარკს ეწვია

საქართველოში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელისაბედ რუდი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოლხეთის ეროვნულ პარკში იმყოფებოდა.

ამის შესახებ განცხადება, აშშ-საელჩოს ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. ელისაბედ რუდი პალიასტომის ტბას ესტუმრა და პონტონით გაისეირნა. ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ძალები კაიაკზეც მოსინჯა. “საქართველოს მთებზე არანაკლები განძია მისი ჭალები. კოლხეთის ეროვნულ პარკში შეგიძლიათ პონტონით გადაცუროთ პალიასტომის ტბა, კაიაკით აისეირნოთ მდინარე ფიჩორზე, დაათვალიეროთ მკვიდრი და მიგრირებადი ფრინველები და გადაშენების პირას მყოფი მცენარეები და ცხოველები. ბუნების დაცვა დღეს მომავალ თაობებზე ზრუნვას ნიშნავს” – ვკითხულობთ ფეისბუქის გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები