რომან კაკულია: კანონის უზენაესობის საერთაშორისოდ აღიარებული სამი კრიტერიუმი არსებობს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც უზენაესი სასამართლოს უვადო ასარჩევ მოსამართლის კანდიდატს, მაია ვაჩაძეს უსმენენ, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია, მოსამართლის კანდიდატისგან, კანონის უზენაესობის ხარისხით დაინტერესდა.

მან კანონის უზენაესობის საერთაშორისოდ აღიარებული სამი კრიტერიუმის შესახებ ისაუბრა.

“კანონის უზენაესობის საერთაშორისოდ აღიარებული სამი კრიტერიუმი არსებობს. პირველი, აყენებენ თუ არა მაღალი თანამდებობის პირები თავის თავს კანონზე მაღლა. მეორე, ჩვეულებრივ ადამიანს შეუძლია თუ არა თქვას, რომ ის შეიძლება უკანონოდ იყოს დასჯილი და უმცირესობები, მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობა მართავს, არიან თუ არა დაცულები. ამ სამი კრიტერიუმით, ზოგადად ადამიანებისთვის გასაგებ ენაზე ხსნიან ხოლმე ქვეყანაში არის თუ არა კანონის უზენაესობა. ამ კრიტერიუმებით ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერი ხელისუფლება შევაფასოთ. ასეთი კუთხით რომ შევხედოთ კანონის უზენაესობას, თქვენ რა განსხვავებებს ხედავთ წარსულ ხელისუფლებასა და არსებულ ხელისუფლებას შორის?”, – აღნიშნა რომან კაკულიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები