რატი იონათამიშვილი: ვანო ზარდიაშვილის დღევანდელი გადაწყვეტილება, ეს არის – ღირსების არჩევანი

ვანო ზარდიაშვილის დღევანდელი გადაწყვეტილება, ეს არის – ღირსების არჩევანი,- ასე ეხმაურება საკუთარ ფეისბუქ გვერდზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი, “ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატის ვანო ზარდიაშვილის მიერ პარლამენტში დეპუტატის მანდატის დატოვების ფაქტს.

“ჩვენთვის ნებისმიერი თანამდებობა არის საშუალება ვიყოთ ჩვენი ქვეყნის და თითოეული მოქალაქის სამსახურში.

ვანო იყო აქტიური მხარდამჭერი ყველა იმ ინიციატივაში, რომლითაც პარლამენტში შშმ პირებთან დაკავშირებით გამოვედი. როგორც გაეროს შშმ პირთა უფლებების შესახებ კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირებასთან დაკავშირებით, ასევე, საკანონმდებლო ინიციატივის შემუშავებისას, რომელიც გაზრდის მისაწვდომობას შშმ პირებთან დაკავშირებით.

არ აქვს მნიშვნელობა, რა პოზიციაზე ვიქნებით და სად გავაგრძელებთ საქმიანობას, ჩვენ ჩვენი საზოგადოებისთვის კიდევ ძალიან ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ, რადგან არაფერია იმაზე დიდი ვალდებულება, ვიდრე ზრუნავდე შენი ქვეყნის უკეთეს ხვალინდელ დღეზე”,- წერს იონათამიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები