რომან გოცირიძე: ქართულმა ოცნებამ ვერ აიტანა ქალის ნაცემი კაცი პარლამენტში და გააგდეს

“ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე ფეისბუქ გვერდზე წერს, რომ “ქართულმა ოცნებამ” ვერ აიტანა ქალის ნაცემი კაცი პარლამენტში და ამიტომ “გააგდეს” უმრავლესობის წევრი ვანო ზარდიაშვილი.

“სექსისტურად და ”ბლატნოიდ” განწყობილმა ქართულმა ოცნებამ ვერ აიტანა ქალის ნაცემი კაცი პარლამენტში და გააგდეს.

ოპოზიციონერ კაცს რომ მოერტყა ცხვირში, ბრძოლის ველზე მიღებულ ზიანად აღიქვამდნენ, მაგრამ ქალის მიერ პირის მოწიწკვნა ”განვაჟკაცების” აქტად იქნა აღქმული და გვერდით არ დაისვეს”, – წერს ფეისბუქ გვერდზე რომან გოცირიძე.

შეგახსენებთ, რომ ვანო ზარდიაშვილმა პარლამენტში დეპუტატის მანდატი დატოვა, თუმცა ის რჩება “ქართული ოცნების” გუნდის წევრად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები