ვანო ზარდიაშვილი: ეს, რომ იმ ქალბატონს უკავშირდებოდეს, არ გადავდგებოდი

ვანო ზარდიაშვილი პარტიას არ ტოვებს, – ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა ვანო ზარდიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“პარტიას არ ვტოვებ, პირიქით, რაც შემეძლება გვერდში დავუდგები”, – განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, უკავშირდებოდა თუ არა მანდატის დატოვება ეკა ბესელიას, ზარდიაშვილი აღნიშნულს უაყროფს.

“ეს იყო ჩემი პირადი პოზიცია. მე პარლამენტს ვაცნობე ამ პოზიციის შესახებ, მათგან იყო პოზიცია, რომ მე არ უნდა მიმეღო ეს გადაწყვეტილება, თუმცა ჩემთვის თანამდებობა არასდროს ყოფილა პრიორიტეტი.

ჩემი გადადგომა არ უკავშირდება ეკა ბესელიას, პირიქით, ეს, რომ იმ ქალბატონს უკავშირდებოდეს მე არ გადავდგებოდი”, – განაცხადა ზარდიაშვილმა.

ცოტა ხნის წინ ვანო ზარდიაშვილმა პარლამენტში დეპუტატის მანდატი დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები