გია ვოლსკი: თუ ილია ჯიშკარიანს დანაშაული დაუმტკიცდება, ვფიქრობ, მომავალ ცხოვრებაში სერიოზული პრობლემები შეექმნება

თუ ილია ჯიშკარიანს დანაშაული დაუმტკიცდება, ვფიქრობ, მომავალ ცხოვრებაში სერიოზული პრობლემები შეექმნება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

„ნაჩქარევმა კომენტარებმა შეიძლება დააზიანოს ერთი და მეორე ადამიანი. ადამიანური ფაქტორი მნიშვნელოვანია. თუ ეს დადასტურდა, არა მხოლოდ „ქართული ოცნება“ უნდა გაემიჯნოს, არამედ ვფიქრობ, სერიოზული პრობლემები შეექმნება მომავალ ცხოვრებაში. სამართლებრივი მხარე კიდევ ცალკე თემაა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

საკრებულოს დეპუტატს, ისნის მაჟორიტარ ილია ჯიშკარიანს მისი თანაშემწე, თამთა თოდაძე სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები