ეკა ბესელიას მტკიცებით, ვანო ზარდიაშვილს თანამდებობა დაატოვებინეს

დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია უმრავლესობის დეპუტატ ვანო ზარდიაშვილის თანამდებობიდან წასვლაზე პირველ კომენტარს აკეთებს.

ბესელია ამბობს, რომ ზარდიაშვილს თანამდებობა დაატოვებინეს, რაც იყო დაგვიანებული პასუხი, ვინაიდან მის მიერ მიყენებულ ზარალს “ქართული ოცნება” უკვე ვეღარ აანაზღაურებს.
“პირველი, რაც მინდა ვთქვა, სამწუხაროდ “ქართული ოცნება” ყოველთვის აგვიანებს ხოლმე რეაგირებებს. უფრო ადრე, მაშინ როდესაც მე მათ ვეუბნებოდი და პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილს ვეუბნებოდი, რომ ზარდიაშვილი და მსგავსი ადამიანები ააფეთქებდნენ და დაანგრევდნენ არა მარტო პარტიას, არამედ პარლამენტსაც, ამას ვეუბნებოდი, სანამ კობახიძე მართლა გადაწვავდა პარლამენტს, მაშინ რომ დაეგდო ყური და დაეჯერებინა, ბევრად უფრო ნაკლებ ზიანს მიიღებდა. ისე როგორც კობახიძის შემთხვევაში ვეუბნებოდი და ფაქტის დადგომამდე არ შეიგონეს და შემდეგ ფაქტის წინაშე აღოჩნდნენ, რამაც დიდი ზიანი მიაყენა პარლამენტსაც, ქვეყანასაც, “ქართულ ოცნებასაც”, ასევე მოხდა ახლა, ესეც დააგვიანეს, ზარდიაშვილი თავისით არსად არ წასულა, ეს არ არ არის ადამიანი, რომელსაც აქვს რაიმე ღირსება, ან შეუძლია რაიმეზე უარი თქვას, რაც მისთვის კომფორტულია, მას დაატოვებინეს თანამდებობა, დააგვიანა გადაწყვეტილება, “ოცნებამ” უკვე ისეთი ზიანი მიიღო ამ ადამიანისგან, რომ ამ ზიანის რეაბილიტირება იქნება შეუძლებელი, ეს გადაწყევტილება მიაღებინეს ზარდიაშვილს, მისი განცხადებაც სხვისი დაწერილი ტექსტია და განვიხილავ”, – აცხადებს ეკა ბესელია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები