დმანისში ჰენრიკ იბსენის „ხალხის მტრის” პრემიერა გაიმართება

9 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ჰენრიკ იბსენის „ხალხის მტრის” პრემიერა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, გიორგი სავანელის სპექტაკლი ორმოქმედებიანი პოლიტიკური დრამაა.
ეს ამბავი ერთ პატარა ქალაქში ხდება. ქალაქში, რომლის განვითარების ერთადერთი პერსპექტივა სამკურნალო ტურიზმია – სუფთა ჰაერი, სპა-გამაჯანსაღებელი წყლები…
ქალაქის ახლად დანიშნული მერი, კურორტის პოპულარიზაციის მიზნით, ტურისტული კომპანიებისა და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო ტურს აწყობს… ქალაქში ერთი მეორეს მიყოლებით ჩნდება საოჯახო სასტუმროები, მოსახლეობის მთელი იმედები კურორტის განვითარებასა და ტურისტების ნაკადს ემყარება…
ამ დროს, ქალაქის მთავარი ექიმი გერმანიიდან ლაბორატორიულ დასკვნას იღებს, რომლითაც მართლდება მისი ეჭვი, რომ სამკურნალო წყლები დაბინძურებულია მავნე მიკროორგანიზმებით სამრეწველო ნარჩენების ჩადინების გამო და ის მავნებელია, როგორც შინაგანი ასევე გარეგანი მოხმარებისთვის.
ამ ფაქტის საჯაროდ აღიარებით კურორტის ეკონომიკური აღმავლობა საფრთხის ქვეშ დგება. ქალაქის ხელმძღვანელობა ექიმს კატეგორიულად უკრძალავს ლაბორატორიული დასკვნის გასაჯაროებას.
კონფლიქტი აშკარაა!.. ექიმი იწყებს სიმართლისთვის ბრძოლას!.. მისთვის ეს მხოლოდ დაბინძურებული წყლის საკითხი არ არის, ეს მოქალაქეობრივი თვითშეგნებაა!
რა ბედი ელის სიმართლესა და პატიოსნებას მხოლოდ ბიზნესზე ორიენტირებულ საზოგადოებაში?..

სპექტაკლის მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:
თომას სტოკმანი (ქალაქის ექიმი) – ლაშა ჩხვიმიანი;
კატრინ სტოკმანი (მისი მეუღლე) – თეკა კოხრეიძე;
ეილიფი (მათი ვაჟი) – დაჩი იდუკაშვილი;
პეტერ სტოკმანი (ქალაქის მერი) – გიორგი სავანელი;
მორტენ კილი (მადნეულის საწარმოების მფლობელი) – გიორგი ცერცვაძე;
ჰოვსტად რუთი (საზოგადოებრივი არხის გენერალური პროდიუსერი) – გიორგი იარაჯული;
ასლაქსენ მეიერი (არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი) – ნათია სოყურაშვილი;
ჰორსტერი (ტელეკომპანია NCI-ის მფლობელი) – ვაკო კობერიძე;
ინგრიდ ბიურვიკი (ტელეკომპანია NCI-ის ჟურნალისტი);
გეორგ ალმერსი (პოეტი) – გიორგი გურული;
ბერტა გაბორი (მსახიობი) – ქეთევან შერვაშიძე;
პადრე მორიცი (მოძღვარი) – ვატო ზოიძე;
მერის დაცვა – ლუკა ხორგუანი;
ტელეკომპანია NCI-ის ოპერატორი – გიორგი ჩოხელი;
ტელეკომპანია NCI-ის გრიმიორი – მარიამ ხუციშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები