კიევში რუსეთის მასშტაბური ავიაიერიშის შედეგად, დაღუპულთა პატივსაცემად 3 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა. ამის შესახებ კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, რუსული ძალების დრონებით და რაკეტებით იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა.
ნანგრევების ქვეშ მოყოლილ ადამიანებს კვლავ ეძებენ.
როგორც ცნობილია, დედაქალაქში აიკრძალება გასართობი ღონისძიებების ჩატარება. გლოვის დღეს კიევის ყველა მუნიციპალურ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებული იქნება.