თალაკვაძე ზარდიაშვილის პარლამენტიდან წასვლაზე: ვიცი, რა გეგმები აქვს და მალე თქვენ უფრო მეტი გეცოდინებათ

 

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელ ვანო ზარდიაშვილის პარლამენტიდან წასვლის შესახებ გავრცელებულს ინფორმაციას ეხმიანება და ამბობს, რომ ჰქონდა საუბრები მასთან, იცის რას აპირებს და მალე ეს საზოგადოებისთვისაც ცნობილი გახდება.

“ბატონმა ვანო ზარდიაშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ თანამდებობა, დეპუტატის მანდატი, არ არის მისთვის თვითმიზანი და არ არის ეს მთავარი ღირებულება, რომლისთვისაც ჩვენი გუნდი მუშაობს, მე მქონდა საუბარი მასთან და ვიცი, რა თქმა უნდა, თუ რა გეგმები აქვს, რა გეგმები აქვს ჩვენს თითოეულ თანაგუნდელს სამომავლოდ, ნუ გავუსწრებთ მოვლენებს წინ და ცოტახანში თქვენ უფრო მეტი გეცოდინებათ.. მე მაქვს ინფორმაცია და მქონდა მასთან საუბარი არაერთხელ”, – აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები