ვახუშტი კოტეტიშვილის წიგნის – „ჩემი წუთისოფლის“ წარდგენა გაიმართება

11 ოქტომბერს, 19:30 საათზე, მწერალთა სახლში ვახუშტი კოტეტიშვილის წიგნის – „ჩემი წუთისოფლის“ – წარდგენა გაიმართება. წიგნი ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ დასტამბა.
ორგანიზატორების ინფორმაციით, საღამოს  მოდერატორია პოეტი და მთარგმნელი გიორგი ლობჟანიძე.

„მეგობარო, ეს არ არის წიგნი: ხელი ახლე და კაცს შეეხები“, – უოლტ უიტმანის ამ სიტყვებით იწყება ქართველი ლიტერატურათმცოდნის, კრიტიკოსისა, და მთარგმნელის ვახუშტი კოტეტიშვილის ავტობიოგრაფიული წიგნი „ჩემი წუთისოფელი“.
წიგნის წერა ავტორმა სიცოცხლის ბოლო წლებში დაიწყო და, სამწუხაროდ, მისი დასრულება არ დასცალდა. ამ გამოცემით პირველად იხილავს შუქს წიგნის მეორე ნაწილი, რომელიც იბეჭდებოდა გაზეთ „ქომაგში“ და აქამდე წიგნად არ გამოცემულა. ასევე, წიგნს თან ახლავს სხვადასხვა მუზეუმიდან მოძიებული უნიკალური ფოტომასალაც. მიუხედავად იმისა, რომ ნაწარმოები დოკუმენტურ მასალაზე დაყრდნობითაა აგებული, ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ იგი წარმოსახვას ან შემოქმედებით აღმაფრენასაა მოკლებული. ეს არის ავტორის პირადი მითოსი, რომელშიც თავს იჩენს ობიექტური, თავისთავადი სინამდვილისა და ამ სინამდვილესთან ჩვენი სუბიექტური დამოკიდებულების პრობლემა“, – აღნიშნავენ ორგანიზატორები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები