სალომე ზურაბიშვილი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს პრეზიდენტის სასახლეში მასპინძლობს

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი და საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ერთმანეთს პრეზიდენტის სასახლეში პირისპირ ხვდებიან.

ამის შემდეგ კი, პრეზიდენტები გაფართოებულ ფორმატში გამართავენ შეხვედრას, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთენ და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებენ.

მანამდე, პრეზიდენტის სასახლეში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა.

ცნობისთვის, თბილისს ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი გუშინ, მეუღლესთან ელკე ბიუდენბენდერთან ერთად ეწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები