დიმიტრი ცინცაძის „შინდისი“ ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ კონკურსში მონაწილეობს

დიმიტრი ცინცაძის „შინდისი“ ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ კონკურსში მიიღებს მონაწილეობას.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ფილმის ევროპული პრემიერა ვარშავაში 11 ოქტომბერს გაიმართება.
მანამდე კი, 10 ოქტომბერს ფილმს ქართული კინოს ფორუმზე, ბაკურიანში ნახავენ კინომცოდნეები და კინოჟურნალისტები.
„შინდისი“ საქართველოს კანდიდატი ფილმია ოსკარის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის.
ვარშავის ფესტივალის სექციაში – „აღმოჩენები“ აჩვენებენ კიდევ ერთი ქართველი რეჟისორის – ლევან აკინის ფილმს „და ჩვენ ვიცეკვეთ“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები