„წინანდლის პრემიის“ მოსაპოვებლად კონკურსი გამოცხადდა

„წინანდლის პრემიის“ მოსაპოვებლად განაცხადების მიიღება წარმოებს 20 ოქტომბრის ჩათვლით. ორგანიზატორების ინფორმაციით, კონკურსის მიზანია ახალგაზრდა მეცნიერთა და შემოქმედთა პოპულარიზაცია, წახალისება და ხელშეწყობა. პრემია მიენიჭებათ 18-30 წლის ახალგაზრდებს, შემდეგ ნომინაციებში:
თეატრალური ხელოვნება;
კინოხელოვნება;
მხატვრული ლიტერატურა (პროზა);
მხატვრული ლიტერატურა (პოეზია);
მუსიკალური ხელოვნება;
სახვითი ხელოვნება;
ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
ჰუმანიტარული მეცნიერებები.

საკონკურსო ნამუშევრის წარდგენა შეუძლია როგორც თავად ავტორს, ასევე კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებებს, გამომცემლობებს, შემოქმედებით ორგანიზაციებსა და საინიციატივო ჯგუფებს, შესაბამისი სააპლიკაციო ფორმის მიხედვით.
წინანდლის პრემიის მიღების მსურველებმა შევსებული აპლიკაცია უნდა გამოაგზავნონ ელფოსტაზე: tsinandlispremia@yahoo.com
„წინანდლის პრემიის” ლაურეატები დაჯილდოვდებიან დიპლომით, სხვადასხვა პრიზებითა და ფულადი პრემიით.
დარგების მიხედვით შერჩეულ 3 ნომინანტს გადაეცემა სპეციალური სიგელი, ხოლო გამარჯვებული კანდიდატი ჯილდოვდება დიპლომით, პრიზითა და ფულადი პრემიით – 5 000 ლარის ოდენობით;
ახალგაზრდა შემოქმედებისთვის პრემიის დაწესების იდეა 1998 წელს წინანდალში ახალგაზრდა შემოქმედთა შეხვედრა–სემინარზე დაიბადა.
დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ “წინანდლის პრემიის” დებულება: http://www.zurabzhvania.ge/winandlis%20premia.html 

პროექტი ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები